პუბლიკაციები
გულბაათ რცხილაძე - სირიასთან დაკავშირებით პუტინისა და ტრამპის შეთანხმების შესახებ (რადიო Sputnik)

     საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. „აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სირიაში კრიზისის დარეგულირების საკითხებში მიღწეული შეთანხმება სერიოზული ნაბიჯია“, - მიაჩნია ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს (მოუსმინეთ აქ).

პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძვრება, თუკი, რა თქმა უნდა, ტრამპს ისევ არ შეუკრავენ ხელებს. აქამდე მას ხელებს მიულერის კომისიის და ამერიკის საქმეებში რუსეთის ჩარევაში ბრალდებების გზით უკრავდნენ. კიდევ რაღაც პროვოკაციები იქნება, მაგრამ ვნახოთ... თუ ტრამპი შეძლებს თავისი დაპირებების შესრულებას, რომლებიც პუტინთან შეხვედრაზე დადო, მაშინ ეს საკითხი მოგვარდება“, - თქვა რცხილაძემ რადიო Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.