პუბლიკაციები
„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია

     საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. მრავალეროვნულ სწავლებაში ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად ბულგარეთში, კონსტანცას პორტიდან გამოგზავნილი ამერიკული ჯავშანტექნიკა უკვე საქართველოშია. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანა სტრაიკერი“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბრედლი“, M1A2 ტიპის ტანკი აბრამსი და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა. ვაზიანის მიმართულებით სამხედრო ტექნიკის ნაწილი ავტომატარებლის საშუალებით, ნაწილი კი – თვითსვლით გადაადგილდება (ვიდეოს იხ. აქ).

უწყების ცნობით, აშშ-ის ევროპის სარდლობის ჯავშანტექნიკა ბულგარეთში, კონსტანცას პორტში ხომალდზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 22 ივლისს წამოვიდა. საჰაერო გზით კი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილე აშშ-ის ევროპის სარდლობის II საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა უკვე ჩამოფრინდა. წვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების ნაწილი კი, საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.

სწავლება ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.