სამართალი
საქართველოში 907 ადამიანი უგზოუკვლოდ არის გაუჩინარებული

kino_saxliდღეს კინოს სახლში საქართველოში გაუჩინარებული ადამიანების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - “გაუჩინარებულები” პრეზენტაცია გაიმართა.

ფილმი "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ვიდეოსტუდიის მიერაა გადაღებული და საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ გაუჩინარების ფაქტებს ასახავს.

მათი ინფორმაციით, 2005 წლის ივნისში მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში სადრადინ ფალანგოვი, მეტსახელად “გარა მოლა”, გაუჩინარდა. 2009 წლის ოქტომბერში ეთნიკურად ჩეჩენი, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე (დევნილობაში) საიდ-ჰუსეინ ტაზბაევი თბილისში გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში კი 17 წლის გიგა ელიზბარაშვილის შესახებ 2010 წლის 17 სექტემბრიდან არაფერია ცნობილი, ასევე გაუჩინარებულია გასული წლის 26 სექტემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არხილოსკალოდან 14 წლის ვასილ წიკლაური.

დღეისათვის საქართველოში 907 ადამიანია გაუჩინარებული.