პუბლიკაციები
აგვისტოს გმირების უკვდავსაყოფად გამართული ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, უწყების თანამშრომლებმა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებდან ჩამოსულმა ამპუტანტმა, მათ შორის, ვეტერანმა ფეხბურთელებმა მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს და მათი საფლავები და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ეგიდით, ქ.თბილისში, სპორტკომპლექს ‘’იმედის’’ ბაზაზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჩატარდა ამპუტანტ, მათ შორის ვეტერან ფეხბურთელთა გუნდების ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ზესტაფონისა და გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდები იღებდნენ. ფინალური შეხვედრა თბილისის ‘’თბილისსა’’ და ზესტაფონის’’მარგვეთს’’ შორის თბილისელების გამარჯვებით, 3:0 დამთავრდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გარდამავალ თასი, გამარჯვებულ გუნდს, უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ გადასცა.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი 2016 წელს დაარსდა. გუნდების შემადგენლობა, ძირითადად, დაკომპლექტებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომების, საერთაშორისო, სამშვიდობო მისიებში მონაწილე ვეტერანი და ასევე, სხვა შშმ პირებით, რომლებიც აქტიური, სპორტული ცხოვრებას მისდევენ.

თბილისელი ფეხბურთელები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გარდამავალ თასს წელს მესამედ დაეუფლნენ. ეორე ადგილზე ზესტაფონის ‘’მარგვეთი’’, ხოლო მესამეზე_ბათუმის’’აჭარა’’ გავიდა.