საზოგადოება
სიღნაღში ჩასულ ტურისტებს უსაფრთხოების გარანტია არ აქვთ

signaghiსიღნაღი, როგორც ტურისტული მიმართულება, ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს კრიტიკის ობიექტი ხდება. საბჭოს მიერ სიღნაღის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტურისტებს, უმშვენიერესი შენობების მხოლოდ ფასადებს სთავაზობენ და არ არის არანაირი ტურისტული მომსახურება.

მათივე განმარტებით, ყველაფერი კეთდება ზედაპირულად და უხარისხოდ. საბჭოს შეფასებითვე, სიღნაღი ტურისტებისთვის უსაფრთხოების გარანტიას ნამდვილად ვერ იძლევა.