რელიგია
სამტრედიაში ლევან კალაძის სახელზე აგებულ ტაძარს აკურთხებენ

nazar_lezhava21 თებერვალს სამტრედიაში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას სახელობის ტაძარს აკურთხებს.

ტაძარი ტრაგიკულად დაღუპული ლევან კალაძის სახელზე მისმა ძმამ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ ააგო. ტაძრის გახსნას კალაძეც დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ლევან კალაძე ბოროტმოქმედებმა ათი წლის წინათ გაიტაცეს და მოკლეს.

ლევან კალაძის სახელზე აგებული ტაძრის მშენებლობა სამ წელიწადს მიმდინარეობდა და ის საბჭოთა რეჟიმის დროს დახვრეტილ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ნაზარის სახელობისაა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1994 წელს მიტროპოლიტი ნაზარი წმინდანად შერაცხა.