აქტუალური
ახალი საინვესტიციო ფონდი შედეგს ვერ გამოიღებს

gilauriXXმთავრობისა და კერძო სექტორის თანამონაწილეობით ახალი საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ინიციატივა პრემიერ გილაურს ეკუთვნის. მისი განცხადებით, ამ ფონდის მეშვეობით სახელმწიფო კერძო სექტორთან პარტნიორობით შეეცდება რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი განახორციელოს. ეკონომიკური სფეროს ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ეს ინიციატივა ჩანასახშივე განწირულია. რადგან, მსგავსი ტიპის იდეები და პროექტები ადრეც იყო,მაგრამ რეალური შედეგი ვერ გამოიღო. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სასურველ ბიზნესგარემოს თუ შექმნის სახელმწიფო, კერძო სექტორი თავადვე მოიძიებს საჭირო ფინანსებს ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად. ამის შესახებ საქინფორმს ეკონომიკურ საკითხთა მიმომხილველი ვახტანგ გზირიშვილი ესაუბრა.