რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ა.წ. 5 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად უკრაინის რადას სპიკერი, ბატონი ანდრი პარუბი და მისი თანმხლები პირები მიიღო.

შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინაში არსებული მდგომარეობა.

აუცილებელია წინასწარი შეფასებებისაგან თავის შეკავება, ვიდრე არ დაფიქსირდება საეკლესიო კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული მსოფლიო საპატრიარქოსა და რუსეთის ეკლესიის ოფიციალური და საბოლოო პოზიცია, – განაცხადა მისმა უწმინდესობამ.

ბატონმა ანდრი პარუბიმაც დასძინა, რომ გადაწყვეტილება კანონიკურ სამართალს უნდა ემყარებოდეს.