უცხოეთი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულად ცნო

 საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულად ცნო.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ნავალნის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით, კერძოდ, დაკავებებით, დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლი (უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა), ასევე მე-5, მე-6 და მე-11 მუხლები.

ალექსეი ნავალნის სარჩელი 2012-2014 წლების პერიოდს ეხებოდა, რა დროსაც მიტინგებსა და დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის მას ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევაში წაუყენეს ბრალი.

1tv.ge