სამართალი
გერმანული გამოცემა Spiegel: საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel წერს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შსს იუწყება, ჟურნალ Spiegel- ში სტატია სათაურით რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროსა და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს.

წელს მსოფლიო უფრო მშვიდი გახდა, – ამის შესახებ ფრედერიკ ბლამმა (International SOS-ის გენერალურმა მენეჯერმა გერმანიაში) Spiegel-ს განუცხადა.

რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი, რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა, სად არის სამედიცინო პრობლემები – ეს ის საკითხებია, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეფასდა.

საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია – Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი – „დაბალი, - განაცხადა ბლამმა.

International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ, რისკი „საშუალოდან“ გადავიდა „დაბალზე“, რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.