რელიგია
სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქართველო. გუშინ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

ილია მეორემ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დალოცა.