საზოგადოება
დაფინანსების ახალმა წესმა გურჯაანში აბიტურიენტთა უკმაყოფილება გამოიწვია

gurdzhaani14 თებერვლიდან, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველთა   რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 25 მარტამდე გაგრძელდება. მისაღები გამოცდებისთვის მინიმუმ ოთხი სავალდებულო საგანია ჩასაბარებელი.

2011 წლიდან, გარკვეულ ფაკულტეტებზე შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების წესი. აღნიშნულმა სიახლემ აბიტურიენტების უკმაყოფილება გამოიწვია. "საერთაშორისოზე მინდა ჩაბარება, მაგრამ ახლა უკვე, თუ ასპროცენტიანი გრანტი არ ავიღე, სახელმწიფო აღარ დამაფინანსებს. ძალიან განვიცდით მე და ჩემი ამხანაგები, რადგანაც შეიძლება უმაღლესი ქულები ვერ დავაგროვოთ. სწავლის საფასურის მთლიანად გადახდას კი ჩემი ოჯახი ვერ შეძლებს", - აცხადებს გურჯაანის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე.

"ამ შემთხვევაში ჩვენ არჩევანის თავისუფლებას არ გვაძლევენ, იძულებულები ვართ, ისეთ ფაკულტეტზე ჩავაბაროთ, სადაც სახელმწიფო 30, 50 ან 70 პროცენტსაც აფინანსებს",– აცხადებენ გაზეთ "სპექტრთან" საუბარში გურჯაანელი აბიტურიენტები.