პუბლიკაციები
ლავროვი აშშ-ის მოქმედებაზე საქართველოში: ამერიკელები ვერსად შეყოფენ თავს თავიანთი ბატალიონით!

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 დეკემბერს, ორშაბათს „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტებისა და მკითხველების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას, კომენტარი გაუკეთა აშშ-ის მოქმედებას საქართველოში. მისი თქმით, ყველაზე სერიოზული პრობლემა - ამერიკული ბიოლაბორატორიაა, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს. ცხრა მოტორიზებულ ქვეით ბატალიონზე, რომლებსაც „რუსეთის წინააღმდეგ ამზადებენ“ კომენტარში კი მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ ისინი ქვეყანას არაფრით ემუქრებიან.

„ყველაზე სერიოზული აქ ბიოლაბორატორიებია. დარწმუნებული ვარ, რომ ის (აშშ) ვერსად შეყოფს თავს თავისი ბატალიონით. მათ ესმით, რომ ჩვენ მოკავშირული ურთიერთობა გვაქვს აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, და ჩვენს მოკავშირეებზე თავდასხმის უფლებას არ მივცემთ. რაც შეეხება ბიოლაბორატორიას: არა მხოლოდ საქართველოში, ბიოლაბორატორიები არის სომხეთშიც, ყაზახეთშიც და უზბეკეთშიც“, - თქვა ლავროვმა საიტ kp.ru-ზე ტრანსლაციის დროს და რადიო „კომსომოლსკაია პრავდას“ ეთერში.