უცხოეთი
რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საწევროს გადახდაზე უარს ამბობს

 საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საწევრო გადასახადის ჩარიცხვაზე უარი განაცხადა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა, პეტრ ტოლსტოიმ განმარტა, რუსეთი 2019 წელს ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეაში მუშაობას ვერ შეძლებს. შესაბამისად, მოსკოვი საწევრო გადასახადს არ ჩარიცხავს.

„რუსეთი არ იყიდის ბილეთს იმ კინოსეანსზე, რომელსაც თავად არ დაესწრება“, – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მოსკოვი უკმაყოფილოა იმ ნაბიჯებით, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის დასაბრუნებლად გადაიდგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდ გრუშკომ უთხრა.

მანამდე, ჟენევაში რუსეთის ხელისუფლებისა და ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელების დახურული კონსულტაციები გაიმართა. თუმცა, როგორც მოსკოვში განმარტეს, მოლაპარაკებების შედეგები მათთვის არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი.

რუსეთის დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციების მოხსნას ითხოვდნენ.

1tv.ge