აქტუალური
უფასო სამედიცინო კვლევები ვეტერანებისთვის

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ორგანიზაცია "ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის" ორგანიზებით, მემორანდუმის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.

სამედიცინო აქცია ვეტერანებისთვის კლინიკა "ვივამედში" ჩატარდება. აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს სრულიად უსასყიდლოდ გაეწევათ თერაპევტის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, უროლოგის, ტრავმატოლოგის, ანგიოქირურგის, რენტგენოლოგის, ენდოკრინოლოგის, ლაბორატორიული და სხვა სახის სამედიცინო მომსახურებები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ორგანიზაციას "ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის 25 იანვარს გაფორმდა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან

მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.