აქტუალური
მეუფე დანიელი: მარგველაშვილი მამა გიორგის შეწყალებას აპირებდა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ამბობს, რომ ეკლესია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების წინააღმდეგი არ იქნება. მისივე ინფორმაციით, თავის დროზე პრეზიდენტმა ითხოვა, თუმცა ხელისუფლებამ დეკანოზის შეწყალებისაგან თავი შეიკავა.

"როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს და მითუმეტეს, დეკანოზის მიმართ. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა შეიძლება, ეს ინფორმაცია ზუსტი არ არის“, – თქვა მეუფე დანიელმა.