სამართალი
შსს-ში ადასტურებენ, რომ ვერცხლის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, კიდევ ერთი პირია დაჭრილი

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, რასაც ზვიად ჯაფარიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი მამაკაცი დაიჭრა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაჭრილი მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.