სამართალი
ვერცხლის ქუჩაზე მოკლულ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მოკლულ მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გაგა კირკიტაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილი 50 წლისაა.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება გარდაცვლილ ზ.ჯ-ს, არსებული ინფორმაციით, ის წარსულში ნასამართლევია. ადგილობრივების განცხადებით, ისინი გარდაცვლილს არ იცნობდენ.