უცხოეთი
მოლდოვის პრეზიდენტი - მოლდოვა ახლოს არის დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარებასთან

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. მოლდოვა ახლოს არის დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარებასთან, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა.

იგორ დოდონის თქმით, რუსეთისთვის, ევროკავშირისთვის და აშშ-ისთვის ეს რეგიონი შესაძლოა გაყინული კონფლიქტების დარეგულირების კარგი მაგალითი გახდეს.

მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებით, კონფლიქტის დარეგულირების კონცეფცია აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებთან განიხილეს, თუმცა მანამდე მოლდოვის პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეს.

„კონცეფციაში არაფერია ნათქვამი ფედერალიზაციაზე, რომლითაც ბევრი სპეკულირებს. ერთიანი სახელმწიფოს საფუძველი მდებარეობს ბალანსირებულ საგარეო პოლიტიკაზე და საერთაშორისოდ აღიარებულ მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსზე. ნატო-ს და უცხო ჯარების გარეშე. ეს კონცეფცია ძალიან კარგად მიიღეს, როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

1tv.ge