აქტუალური
პრემიერ-მინისტრი საკადრო გადაადგილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საკადრო გადაადგილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უსაფუძვლოს უწოდებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა გამართულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ში საქართველოს ელჩის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დავით ბაქრაძე და დავით ზალკალიანი თავიანთ სამუშაოს მაღალ დონეზე ასრულებენ.

დავით ბაქრაძე და დავით ზალკალიანი არიან უმაღლესი დონის პროფესიონალები, ისინი თავიანთ სამუშაოს ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ. სხვა საკადრო გადაადგილებებზეც საუბრობს ქართული მედია, რაც საფუძველს მოკლებულია. ორივე დავითი არის ძალიან მაღალი პროფესიონალი და მინდა მადლობა გადავუხადო მათ თავიანთი საქმიანობისთვის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.