აქტუალური
სომხეთში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი 13 მარტს შედგება

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 13 მარტს შედგება.

ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ზურაბიშვილი ერევანს პრეზიდენტ არმენ სარქსიანის მიწვევით ესტუმრება.