საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდა

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერით“ ავრცელებს.

ჩემთვის დიდი პატივი იყო სომეხთა კათოლიკოსთან, მის უწმინდესობა გარეგინ მეორესთან შეხვედრა, რომელიც ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში შედგა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.