უცხოეთი
გრიგორი კარასინი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს შეხვდა

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი მდგომარეობა, გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობა, ასევე აპრილის დასაწყისში დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მომზადების პროცესი.

1tv.ge