აქტუალური
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ამოქმედდა

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალი სტრუქტურა ამოქმედდა. სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა, რითაც ცვლილება პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულებაში შევიდა.

დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციაში რვა პირველადი სტრუქტურული ერთეული ჩამოყალიბდა: პროტოკოლის სამსახური; მედიაცენტრი; საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი; იურიდიული სამსახური; დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახური; მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კორესპონდენციის მართვის სამსახური; საფინანსო სამსახური; სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური.

პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგინდა აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები.