პოლიტიკა
თბილისის მერი „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებაში ცუდს ვერაფერს ხედავს

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები დამოუკიდებელი პარტიებია და თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვისთან გაერთიანდნენ და როგორ გაერთიანდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიების მიერ ერთიანი ბლოკის შექმნაში ცუდს ვერაფერს ხედავს.

დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთში გაარკვევენ, ვინ ვისთან გაერთიანდეს. ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ პარტიების მსოფლმხედველობაზე, თუ რაზეა დაფუძნებული ამა თუ იმ პარტიის იდეოლოგია, ზუსტად აქ მივდივართ, რომ ჯერ კიდევ ძალი ბევრი გვჭირდება განვითარებისთვის და წინსვლისთვის. ასევე იმისთვის, რომ პარტიები, რომელიც იქმნება, იდეოლოგიაზე იყოს დაფუძნებული. თუმცა, ეს დამოუკიდებელი პარტიებია და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კახი კალაძემ.

პარტიები ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საარჩევნო ბლოკის კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.

როგორც პარტია „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ განაცხადა, პარტიების თანამშრომლობა არის გრძელვადიანი და სტრატეგიული.

ჩვენი საზოგადოება შალვა შავგულიძეს კარგად იცნობს. ქვეყანა შევიდა ძალიან მძიმე ცვლილებების ეპოქაში. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, შალვა შავგულიძე იქნება ამ ცვლილებების პირველი მერცხალი. ჩვენი თანამშრომლობა არის გრძელვადიანი და სტრატეგიული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომვროპული საქართველოდათავისუფალი დემოკრატებისხვადასხვა პოლიტიკური ნაპირიდან მოვდივართ. ჩვენ არ გვაკავშირებს საერთო პოლიტიკური წარსული, მაგრამ გვაკავშირებს საერთო ღირებულებები, ფასეულობები, აწმყოს ანალიზი და მომავლის ხედვა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა გახდა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.