სამართალი
ნატოს აქცენტები შავი ზღვის რეგიონში გაზრდილია - სტოლტენბერგი

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. გაზრდილია ნატოს აქცენტები შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან ვმუშაობთ საკითხებზე, რომ გამოწვევები დაიძლიოს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ნატოსთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა ყირიმის ანექსიის დროს, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. უკრაინის საზღვარზე ხომალდებია განლაგებული და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე. ნატო, რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი. ჩვენ უფრო მეტი საზღვაო ხომალდები გვაქვს, უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყავს, მათ შორის რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. პარტნიორებთან ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. პრინციპში, ჩვენი, ნატოს ორი ხომალდია შავი ზღვის აკვატორიაში. ერთი დიდი ბრიტანეთიდან, მეორე არის ფრანგული ხომალდი. რამდენიმე დღის წინ ნატოს რამდენიმე ხომალდი მონაწილეობდაპოსეიდონისსწავლებაში იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განაღმვა მოხდეს შავი ზღვის აკვატორიაში. მნიშვნელოვანი აქცენტები კეთდება თურქეთზე, ბულგარეთზე, რუმინეთზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, შავი ზღვის მოსაზღვრეები არიან. ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გაზრდილია ჩვენი აქცენტები შავი ზღვის რეგიონში. საქართველოსთან ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რომ გამოწვევები დაძლეული იყოს. თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან, რათა უფრო მეტი შევძლოთ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.