უცხოეთი
დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებას ხელი მოაწერა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს გააკეთა. ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს და განაცხადა, რომ ისრაელს ტრამპზე კარგი მეგობარი არასდროს ჰყოლია.

პრესკონფერენციის შემდეგ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, ისურვებდა თუ არა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრემიერის პოსტი ისევ დაიკავოს, რაზეც ტრამპის პასუხი იყო – „ დიახ“.

ისრაელში არჩევნები 19 აპრილსაა დაგეგმილი. სწორედ ამ დღეს გადაწყდება, შეინარჩუნებს თუ არა პოსტს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

1tv.ge