სამართალი
ჰამბურგის ციხეში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი გერმანიის საელჩოსთან აქციას გამართავს

Hamburg-Prisonჰამბურგის ციხეში გარდაცვლილი დავით მარდიანის ოჯახის წევრები და ნათესავები გერმანიის საელჩოსთან დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. აქციაზე საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებსა და იმ ფოტოებს წარადგენენ, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ მოზარდს ამოცლილი აქვს თვალები, ტვინი, ნაღვლის ბუშტი და ძვლები. მარდიანების ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფს და ჰამბურგის ციხის ექსპერტიზის დასკვნას აპროტესტებს.

დავით მარდიანი 2010 წლის თებერვალში ჰამბურგის ციხეში გარდაიცვალა. გერმანული მხარის ვერსიით, მან თავი ჩამოიხრჩო. ცხედარი საქართველოში დაღუპვიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გადმოასვენეს. საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, მას ორგანოები აქვს ამოცლილი. გარდაცვლილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მოზარდის ორგანოები გაყიდეს.