უცხოეთი
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემა „ეს-400“-ის შესყიდვის პროცესი გრძელდება

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემა „ეს-400“-ის შესყიდვის პროცესი გრძელდება და გადაზიდვა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, როდესაც თურქეთმა აშშ-ს „პატრიოტის“ თავდაცვის სისტემის შესყიდვის თხოვნით მიმართა, ვაშინგტონისგან მსგავსი პირობები არ მიუღია.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის არგუმენტები მცდარია და გადახდის პროცესი გრძელდება.

თურქეთმა რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო. აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთთან გარიგების გამო, თურქეთს სტელსის სისტემის ავიაგამანდგურებლების ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მომარაგება შეუწყდება.

1tv.ge