საზოგადოება
ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჰოლდინგის აიგრუპის“ (aigroup) პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველად ჩვენს რეგიონში საქართველოში იწყება ელექტრომობილების წარმოება.

დღეს ჩვენ წარვადგენთ პროექტს, რომელიც არის კონკრეტული მაგალითი და ამავე დროს, გარანტი იმისა, რომ სქართველო იქნება წარმტებული ქვეყანა 21- საუკუნეში და საქართველო იქნება წამატებული ღალტექნოლოგიურ სექტორში.

მინდა, დიდი სიხარულით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ პირველად ჩვენს რეგიონში, საქართველოში იწყება ელექტომობილების წარმოება. კომპანიაჩანგანმა“, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ელექტრომობილების მწარმოებელი, რომლის სტრატეგიული პარტნიოები არიან ისეთი გიგანტები, როგორი არის: „ვოლვო,ფოლკსვაგენი“, „ფორდი, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აშენდება ელექტომობილების ქარხანა და უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ, ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ამისთვის ქუთაისი შეირჩა.

ჩვე შევარჩიეთ ქალაქიც, ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდსტიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს. ეს ელექტრომობილების ქარხანა აშენდება ქუთაისში. მინდა, ქუთაისელებს მივულოცო ეს დიდი ამბავი“, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისი განმარტებით, ქარხნის წარმადობა იქნება 40 ათასი ავტომობილი, საიდანაც 50 პროცენტი შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20 ათასი ავტომობილი ექსპორტზე იქნება გატანილი ევროკავშირში.

ეს არის უდიდესი წარმატება, ელექტრომობილები, საქართველოში წარმოებული წარწერით – „მეიდ ინ ჯორჯიაიქნება მთავარი საექსპორტო პროდუქტი ევროპულ ბაზარზე საქართველოდან“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ქარხანაში დამზადდება 4 მოდელის ელექტრომობილები, რომლებიც განკუთვნილი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

ჩვენ ამ ქარხანაში დავამზადებთ 4 მოდელის ელექტროავტომობილებს, რომელიც განკუთვნილი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ, გაყიდონ თავიანთი ძველი მანქანები და შეიძინონ ახალი ელექტრომობილები. ეს იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის. მინდა, ასევე გითხრათ ისიც, რომ ჩვენ მოგვიწია ძალიან დიდი კონკურენციის დაძლევა. რამდენიმე ძალიან მსხვილი და ძლიერი ქვეყანა აცხადებდა ინტერესს, რომ მათთან შექმილიყო ეს საწარმო“, – განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც, მისი თქმით, თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორედ საქართველოში იქნება ასეთი მაღალტექნოლოგიური წარმოება.

ეს არის დიდი გამარჯვება და მე დარწმუნებული ვარ, ასეთი გამარჯვებები წინ მომავალში კიდევ უფრო ბევრი გვექნება, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი კახ კალაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: აიენერჯი“, „აიქარი“, „აიფოვერიდააიფროდაქშენი“.