აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის თავს ატყუებს, მშიშარაა, ის უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს.

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, გადაცემაში პირისპირ აღნიშნა, როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასეთივე ღარიბია პოლიტიკური სპექტრიც. სააკაშვილი თავის თავს ატყუებს, ჩვეულებრივი მშიშარა კაცია, უნდა ჩამოვიდეს და ციხეში ჩაჯდეს. რამდენად ზნეობრივია სააკაშვილ-ივანიშვილის ტოლობად მოხსენიება?! ხშირად გვიპირისპირდებიან, აირჩია სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობადა ყველაფერს აკეთებს, რომ ესენი დარჩნენ პოლიტიკაში, რომ მოიპოვონ გამარჯვებაო. ეს ბრალდება ყველანაირ საფუძველს მოკლებულია. რა არის მიზეზი, რომ დღესაცნაციონალური მოძრაობააძირითადი ოპონენტიჩვენ 21 წლის განმავლობაში მოვახერხეთ ეკონომიკის დანგრევა, რამაც ათწლეულობით უკან დაგვხია. რა თქმა უნდა მძიმე სოციალური ფონია, მაგრამქართულ ოცნებასამაში დანაშაული არ მიუძღვის. „ქართული ოცნებარეალური შესაძლებლობიდან თითქმის მაქსიმუმს აკეთებს. მარტო ეკონომიკას არ შეხებია ეს პრობლემები, რაც ჩვენს დაღმასვლაში მივიღეთ. ძალიან დაზიანდა პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებითნაციონალების დროს, როდესაც მათ ფსევდოოპოზიციების შექმნა მოახერხეს, დარბევა პოლიტიკური პარტიების და .. ეს შემადგენლობა 21 წლის განმავლობაში უარესდებოდა და როგორც ეკონომიკა გვაქვს ღარიბი, ასეთივე ღარიბია პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.