აქტუალური
კონტროლის პალატის მორიგი „მსხვერპლი“ სოციალური სააგენტო გახდება

control_palკონტროლის პალატა ამჯერად სოციალურად დაუცველთა საკითხით დაინტერესდა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მონაცემთა ბაზის შესწავლა დაიწყო. საბოლოო ანგარიშსა და დაზუსტებულ რიცხვობრივ მაჩვენებელს ბაზაში არსებული მონაცემების შესახებ პალატა უახლოეს ხანებში წარადგენს. ჯერჯერობით კი მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მონაცემებში რამდენიმე ათეული ათასი ცდომილებაა – ზოგჯერ დაზღვეულის გვარი ან პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მონაცემებს არ ემთხვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი მოქალაქე მომსახურებას დროულად ან სრულად ვერ მიიღებს. ამასთან, კონტროლის პალატა დაადგენს, რამდენად მართებულად მოხდა სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭება იმ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანისთვის, ვინც სხვადასხვა სამსახურშია დასაქმებული. დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კი არ არის გამორიცხული, სოციალური სააგენტოს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან ბაზაში მცირე ცდომილებაც კი სახელმწიფოს საკმაოდ აზარალებს.

წინასწარი მონაცემებით, ცდომილება და, შესაბამისად, ზარალიც საკმაოდ სოლიდური იქნება.