სამართალი
პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა - ხატია მოისწრაფიშვილი

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

მოისწრაფიშვილის განცხადების მიუხედავად, ინფორმაციას არ ადასტურებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.