აქტუალური
მცირე რაოდენობის გაზს შემოვიტანთ რუსეთიდან - საქართველოს ეკონომიკის მინისტრი „გაზპრომთან“ მოლაპარაკების შესახებ

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, რუსეთიდან მცირე რაოდენობის გაზს შემოვიტანთ.

ამის შესახებ გიორგი ქობულიამ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების და, შესაბამისად, რუსეთიდან გაზის იმპორტთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ვთქვით, „გაზპრომთანხელშეკრულება გაფორმებულია და მცირე რაოდენობის გაზს შემოვიტანთ რუსეთიდან“, - განაცხადა ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის პირობები საქართველოსთვის გაუმჯობესდა.

ცნობისთვის: პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას ინფორმაციით, საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტის შესახებ დამატებით ინფორმაციას პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროსგან აპრილის განმავლობაში ელოდება.