აქტუალური
ლაშა ჟვანია 1 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან წავა

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს.

როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან მიმდინარე წლის პირველ მაისს წავა.

მისი თქმით, გადადგომის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მარტში მიმართა.

მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალსმისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო პირველი მაისია“, – წერს ჟვანია და აცხადებს, რომ მუშაობას საპატრიარქოში გააგრძელებს.

ამასთან, ლაშა ჟვანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.