სამართალი
ჩემი დაკავების ამბავი დავმალე, შემეშინდა, ხეობაში არ გაეგოთ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. რაც გუშინ პანკისის ხეობაში მოხდა, იყო თემირლანის ოპერაცია-ორი, – ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რაც პანკისის ხეობაში მოხდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესებშია. მაჩალიკაშვილის განმარტებით, 21 აპრილს სპეციალურად დამალა მისი დაკავების ამბავი, რათა ამას ხეობაში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება არ გამოეწვია.

ეს აწობს სუს-. სუს- ცდილობს, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას. გუშინდელი ამბავი მე დავმალე და არ მივეცი საშუალება, რომ გაეშუქებინათ ჟურნალისტებს. მე პირდაპირ ვიძახდი, რომ არ ვიყავი დაკავებული. თუმცა, დიახ, მე ვიყავი დაკავებული და ზუსტად იმის შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაიგონ და ამას არ მოჰყვეს დიდი ამბავი. პანკისის ხეობაში მოვემართებოდი, რომ ხეობაში დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ დებილმა და დეგენერატმა მთავრობამ ის არ განსაზღვრა, რომ ამ ჩემი დაკავებით ზუსტად იქ ჰქონდათ გამიზნული, რომ ახლა მაჩალიკაშვილს ავიყვანთ და იქ კიდევ დაიძაბება სიტუაცია, კიდევ გამოვლენ მდგომარეობიდან და ჩვენ ამით ვისარგებლებთ“, – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები გომბორის უღელტეხილზე დახვდნენ და მანქანიდან გადმოსვეს. მაჩალიკაშვილის განცხადებით, თავიდან წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მაინც გადაიყვანეს გურჯაანში.

როცა შევეკითხე, რატომ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთ-მეთქი, არაო. მაგრამ, როგორც ასეთი, გზაზე გურჯაანიდან მომაბრუნეს. გზაში მოვახერხე, დამერეკა ჩემს ადვოკატთან, ასეთი მდგომარეობაა, გადავყავარ გურჯაანში-თქო. უკვე ვიგრძენი ეს საფრთხე, რატომ გურჯაანში და არათელავში. ამასობაში შევეცადე, გამეშვა ზარი მარიამ კუბლაშვილთან. ამ შემთხევაში გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში უკან. ვიმყოფებოდი მანამ, სანამ ამათი მანქანა არ მომაკითხავდა. ვიყავი მათთან ერთად მანქანაში თავისუფლებააღკვეთილი დაახლოებით სამი საათის განმავლობაში. ერთი ქისტიც რომ აიყვანონ ამ საქმესთან დაკავშირებით, თავიანთი წამოწყებული ამ ბინძური პროვოკაციის გამო, ამას არ შევარჩენ, ვაფრთხილებ, ხელისუფლება თუ რაღაც სატკივარი, სახელიც არ ვიცი, რა დავარქვა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა 21 აპრილს განაცხადა, რომ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას დააკავეს. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა გზაში მხოლოდ გააჩერეს.