უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილი - პეტრო პოროშენკოს თავისუფლებაზე დატოვება შეცდომაა, ის არ დამშვიდდება

 საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თავისუფლებაზე დატოვება შეცდომაა, ის არ დამშვიდდება და ყველანაირად ეცდება ზელენსკის „შერყევას“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემა „სტრანასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები არ იქნება, ამ კეთილშობილებას არ დააფასებს, რადგან ნებისმიერ კეთილშობილებას სისუსტედ განიხილავს.

„მე ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. ნებისმიერი შესაძლებლობის შემთხვევაში, ის დანას ზურგში ჩასცემს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნახა ზელენსკის ფილმი „ხალხის მსახური“ და მიხვდა, რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული და ზელენსკი თანამდებობისთვის კარგად არის მომზადებული.

1tv.ge