საზოგადოება
სამარშრუტო ხაზებზე მგზავრობის საფასური ისევ გაიაფდა

mikroavtobus_fasiსამარშრუტო ტაქსებმა თბილისში რამდენიმე დღის წინათ მგზავრობის გაძვირებული საფასური კვლავ გააიაფეს. გაძვირების მიზეზად ისინი საწვავის ღირებულების ზრდას ასახელებდნენ. მძღოლთა ასოციაცია „ტასატის“ თავმჯდომარის განცხადებით, ვრცელდებოდა ინფორმაცია საწვავის ფასის სამ ლარამდე გაზრდის შესახებ. ამიტომ მძღოლების ნაწილმა მგზავრობის საფასურის მომატება გადაწყვიტა. მას შემდეგ კი, რაც საწვავის მოსალოდნელ გაძვირებაზე პანიკამ იკლო, ძველ ფასებზე დაბრუნება გადაწყვიტეს.

ინფორმაციისთვის: №221, №167 და №141 სამარშრუტო ხაზებზე გასულ კვირას მგზავრობის ტარიფი 50–დან 70 თეთრამდე გაძვირდა.