უცხოეთი
სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ბრალი კიდევ ერთი მუხლით წაუყენეს

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს ბრალი კიდევ ერთი მუხლით წაუყენეს. ექსპრეზიდენტს განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 3 მილიონი დოლარის ქრთამის სახით აღებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, ქოჩარიანმა ერთ-ერთი მეწარმისგან კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭების სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარი აიღო.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთის მეორე პრეზიდენტი იყო, რომელიც ქვეყანას 1998 წლის 30 მარტიდან 2008 წლის 9 აპრილამდე მართავდა. ექსპრეზიდენტი ამ ეტაპზე დაკავებულია. მას კონსტიტუციური წესრიგის დამხობაში სდებენ ბრალს.

1tv.ge