აქტუალური
რიჩარდ ლუგარი საქართველოს საუკეთესო მეგობარი იყო

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მსოფლიომ დაკარგა ძლიერი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. სენატორი რიჩარდ ლუგარი საქართველოს საუკეთესო მეგობარი იყო და ჩვენს მეხსიერებაში დარჩება ადამიანად, რომელმაც მსოფლიო უკეთესი გახადა. საქართველო მუდამ იქნება სენატორ ლუგარის მადლიერი“, – წერს ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ვგლოვობთ სენატორ რიჩარდ ლუგარის გარდაცვალების გამო, რომელიც საქართველოს უდიდესი მეგობარი და მხარდამჭერი იყო. მისი ცხოვრებამაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დიდი საზოგადო მოღვაწე და თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი. მისი მემკვიდრეობაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და მეტი უსაფრთხოებასაქართველო ამის გამო მისი მადლიერია“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერში“.

ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი, რომელიც სენატში რესპუბლიკურ პარტიას 1977-2013 წლებში წარმოადგენდა, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი სახელობისაა საქართველოში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.