უცხოეთი
ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟს 50-კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. ლონდონის სასამართლომ, ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს, ჯულიან ასანჟს გირაოს სანაცვლდ გათაისუფლების პირობების დარღვევისთვის 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ასანჟის წერლი წაიკითხა, რომელშიც „ვიკილიქსის“ დამფუძებელი ბოდიშს უხდის ყველას, ვინც ფიქრობდა, რომ ჯულიან ასანჟი მათ უპატივცემულოდ მოექცა.

„მე გავაკეთე ის, რაც მაშინ საუკეთესო ან ერთადერთ გზად მიმაჩნდა“, – ნათქვამია ასანჟის წერილში.

როგორც სასამართლო მოსმენაზე ასანჟის ადვოკატმა აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი შეპყრობილი იყო აშშ-ში ექსტრადირების შიშით.

ახლა დიდი ბრიტანეთის სასამართლომ უნდა იმსჯელოს 47 წლის ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექტსრადირების საკითხზე, სადაც მას ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება. „ვიკილიქსის“ დამფუძნებელს საიდუმლო დოკუმენტების მოპოვებისა და პუბლიკაციის მიზნით „ვიკილიქსის“ ინფორმატორ ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში სდებენ ბრალს.

ჯულიან ასანჟი ლონდონში, ეკვადორის საელჩოში, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე 11 აპრილს დააკავეს. ასანჟი ეკვადორის საელჩოს შვიდი წლის განმავლობაში აფარებდა თავს.

1tv.ge