უცხოეთი
ევროპაში ნატო-ს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ევროპაში ნატო-ს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს.

გენერალ ტოდ უოლტერსისთვის უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი დღეს ბრიუსელში გაიმართება. ის კერტის სკაპაროტის შეცვლის.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ ტოდ უოლტერსის ევროპასა და აფრიკაში ნატო-ს მეთაურად დანიშვნის შესახებ, ალიანსმა განცხადება ჯერ კიდევ მარტში გააკეთა.

გენერალი პასუხისმგებელი იყო ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვაზე.

1tv.ge