საზოგადოება
ექსტრემალი სპორტსმენები ზვავში

lomisis_mtaლომისის მთაზე ზვავის ჩამოწოლას ერთი ტურისტის სიცოცხლე შეეწირა. გადარჩენილ ტურისტებს პოლიციაში გვიანობამდე კითხავდნენ. დაღუპულ ჩეხ ტურისტს კი, სავარაუდოდ, დღეს, 10 მარტს, გადაასვენებენ სამშობლოში. მისი ცხედარი ექსპერტიზისთვის თბილისში გუშინვე ჩამოასვენეს.

გუშინ დაახლოებით სამმეტრიან ზვავში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოყვა. ქალბატონი გადარჩა, 30 წლის ტომას ფილა კი, სამწუხაროდ, დაიღუპა.

ლომისის მთაზე მათ გარდა კიდევ ოთხი ექსტრემალი სპორტსმენი იყო ასული. ტრაგედია რთულ მარშრუტზე მოხდა. ჩეხი ექსტრემალი ტურისტები ლომისის მთაზე ვერტმფრენით ავიდნენ და მთის წვერიდან სნოუბორდებით დაეშვნენ. პირველი სამკაციანი ჯგუფი უსაფრთხოდ დაეშვა. მეორე ჯგუფის დაშვებისას ზვავმა ექსტრემალები მოიყოლა.

ადგილზე სამაშველო სამსახური დროულად მივიდა, თუმცა 35 წლის ჩეხი ტურისტი თოვლიდან ცოცხალი ვეღარ ამოიყვანეს. მსუბუქი დაზიანებები მიიღეს სხვა სპორტსმენებმა.

ექვსკაციან ჯგუფში სამი ჩეხი და სამი ფრანგი ტურისტი იყო.