სამართალი
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დავით ქაცარავამ განუცხადა.

როგორც ქაცარავამ აღნიშნა, უცილებელია, დადგინდეს ყველანაირი საზღვარი, რათა ასეთი გაურკვევლობები დასრულეს.

აუცილებელია, დავიწყოთ სამშვიდობო პატრულირება, მაგალითად, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, რადგან არანაირი მოდუნების დრო არ არის. ქვები, რომლებიც ბილიკზე დააწყვეს, ამით ცდილობენ, რომ ერთგვარი ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე. აშკარად განწყობილები არიან, რომ წაგვართვან ეს ტერიტორია, მაგრამ ამის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებთ ჩვენ, ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ხელისუფლებამაც და აზერბაიჯანის ხელისუფლებამაც. აქ არის პატარა ბილიკი, სადაო, საიდანაც კელიებთან და ტაძრებთან ხდება დაკავშირება. ის, რომ ამ ბილიკზე დავდივართ, არის ჩვენი საზოგადოების მინი გამარჯვება. დღესაც ხედავთ, რომ რამდენი ადამიანია აქ ჩამოსული“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.