სამართალი
მე იმაზე უარესებიც მითქვამს, რაც სუს-მა გამოაქვეყნა - მალხაზ მაჩალიკაშვილი

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. მე უარესებიც მითქვამს, რაც სუს-მა გამოაქვეყნა, – ამის შესახებ პარლამენტთან მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომელიც დაკითხვაზე მისვლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გეგმავს.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, რომც დააკავონ, პარლამენტთან აქციებს მისი ოჯახი მაინც გააგრძელებს.

რომც დამიჭირონ, ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი. გუშინ ევროპაში ქართველთა და ჩეჩენთა დიასპორა შეიკრიბა. ეს ამათ არ შერჩებათ. რაც სუს-მა გამოაქვეყნა, ამით ისტორიას ძალიან დიდი წერტილი დაუსვა. ამ შეცდომას ვერ გამოასწორებენ. მათ აქვთ არა მარტო ის აუდიოჩანაწერი, რაც გამოაქვეყნეს, არამედ უფრო უარესი საუბრებიც მქონია. ეს ჩემი ფიქრებია. როცა ესენი მამწარებენ და მამწყვდევენ კუთხეში. ამათ ერთი სიტყვის თქმითბოდიშით შეეძლოთ, რომ ეს ცხრა თვე აქ არ გამეტარებინა. ეთქვათ, ბოდიში, ბატონო ვახა, მომივიდა შეცდომა“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, მის ადგილას ნებისმიერი ადამიანი უარესს იტყოდა და განახორციელებდა კიდეც. თუმცა მე ამას არ ვაკეთებ და არც გავაკეთებ. მე ამ ქვეყნის შვილი ვარ“, – დასძინა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლის თქმით, დუისში სპეცრაზმი ერთადერთი მიზნით მივიდა – მოეკლათ თემირლან მაჩალიკაშვილი.