სამართალი
ოპერის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევანი დააზიანეს. უწყებაში ამბობენ, რომ დაზიანებულია ბალერინების ქანდაკებები.

"თბილისის მერიისეკოსერვის ჯგუფმაქანდაკებები საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება", - აცხადებენ მერიაში.

უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.