უცხოეთი
სააკაშვილმა აშშ-ში ჭაჭის ქარხანა გახსნა და ხაჭაპური გამოაცხო

 აქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში “ჭაჭა” ლაზიკას ქარხანა გახსნა.

ქარხანა ქართველ ემიგრანტს ეკუთვნის, რომელსაც სააკაშვილი ემიგრანტების ბურჯს უწოდებს.

პორტს ვერ გავხსნიდით, უკვე არის ფილადელფიაში. ამიტომ ვუთხარი ჭაჭის ქარხანა გაეხსნა. ჩემთვის სულერთია რის ლენტს გავჭრი. ძლივს არ გამახსნევინეს ქარხანა”, – იხუმრა სააკაშვილმა.

გახსნაზე მიხეილ სააკაშვილმა, ქართული სამზარეულოს მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე გემრიელი ქართული რესტორანი ფილადელფიაშია.

არ არსებობს ასეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ამხელა გავლენა ჰქონდეს მსოფლიო სამზარეულოზე. მარტო კიევში 138 ქართული რესტორანია. გარდა ამისა, თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე გემრიელი ქართული რესტორანი ფილადელფიაშია. ასეა მართლა, მე ყველგან სპეციალურად შევდივარ და ვნახულობ. ამოვხსენი ამის საიდუმლოც, იმიტომ რომ აქ არის ყველაზე მშრომელი ქართველი ხალხი, რომელიც ჩამოდის, ზედმეტი პრეტენზიების გარეშე მუშაობს დღე და ღამე და არჩენს ოჯახს,” – თქვა მან გახსნაზე, რომელსაც ქართველი ემიგრანტები ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა, ქარხნის გახსნის შემდეგ, მოგვიანებით ხაჭაპურის კეთების პროცესის დროს გადაღებული სურათები გაავრცელა.

პირველად ცხოვრებაში საკუთარი ხელებით გამოვაცხე ხაჭაპური. ამერიკაში. თან გემრიელი გამოვიდა”, – დაწერა მან “ფეისბუქზე”.

fortuna.ge