უცხოეთი
თურქეთი სამხედრო საზღვაო წვრთნას ერთდროულად სამ ზღვაში მართავს

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. თურქეთი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ საზღვაო წვრთნას ერთდროულად სამ ზღვაში მართავს.

სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნაში სახელწოდებით „ზღვის მგელი 2019“, 131 ხომალდი, 57 სამხედრო თვითმფრინავი და 33 ვერტმფრენი მიიღებს მონაწილეობას. სამხედრო სწავლება ხმელთაშუა ზღვაში, ეგეოსის ზღვასა და შავ ზღვაში მიმდინარეობს.

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, სამხედრო საზღვაო ძალები კრიზისული დაძაბულობის და საომარი სცენარებით სტრატეგიულ და ოპერატიულ სწავლებას ჩაატარებენ. მანევრებში ჩაერთვება წყალქვეშა ნავები, ფრეგატები და სამხედრო-საზღვაო ძალების არტილერია.

სამხედრო წვრთნები 25 მაისს დასრულდება.

1tv.ge