პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით მოლაპარაკება საფრანგეთთან, პოლონეთთან, გერმანიასა და ისრაელთან მიმდინარეობს

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც "პალიტრანიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, არის საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია.

გარდა ამისა, საგარეო უწყების ინფორმაციით, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ისრაელთანაც.