აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7422 ლარი გახდა

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2,7422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2,7435 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3,0795 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 3.0831 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0036 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.